ახალი ამბები
კომედიის ფესტივალი ეჭვიანი ცოლის შესახებ სპექტაკლით დაიწყო (VIDEO)
გორის თეატრის სცენაზე კომედიის ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრის დასმა გახსნა.

ეჭვიანი ცოლის შესახებ სპექტაკლი ,,შეცდომათა კომედია" გორელ მაყურებელს საქართველოში ცნობილმა მსახიობებმა წარმოუდგინეს.

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ კომედიის ფესტივალის ლაურეატის წოდება, პირველად, სწორედ ამ თეატრის დასს გადასცა.

კომედიის ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრის დასი ხსნის.

თეატრალური ღონისძიება წელს უკვე საერთაშორისო დონეზე აღინიშნება. პოლონეთისა და ბულგარეთის თეატრების დასები თავიანთი წარმოდგენებით უკვე გორში იმყოფებიან.

წლევანდელ ფესტივალზე სულ 24 პროფესიული თეატრის დასი მონაწილეობს, აქედან, 20 საქართველოს სხვადასხვა ქალაქების დასებია.

იხ. ამავე თემაზე:

გორში 24 თეატრის დასი ჩამოდის







Print

სტატიის გამოყენების პირობები