ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს იწყებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იმ ადგილებზე ტარდება, სადაც ცხინვალის მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებას აპირებს.

ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქიდან უსაფრთხოების ცენტრის, ,,ლიდერის" 30 კაციანი ჯგუფი ცხინვალში უკვე ჩავიდა.

რუსეთის სამაშველო სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული ჯგუფი აღჭურვილია პიროტექტინიკით, ასაფეთქებელი მოწყობის მომძებნი საშუალებით და ძაღლებით. 

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ,,ლიდერის" სპეციალისტები, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დანაღმულ მინდვრებს გაწმენდენ.

,,სამუშაოების ძირითად მიზანს აგრომიწის ნაკვეთების გაწმენდა წარმოადგენს, რათა მოსახლეობისთვის უსაფრთხო იყოს და ეკონომიკა განვითარდეს" - წერს დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებული ოსური გამოცემა ,,სპუტნიკი".

რამდენიმე თვის წინ, აღნიშნული გამოცემა წერდა, რომ რუსეთის ბიზნესმენები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ინვესტიციების ჩადებას და ახალი ტექნიკის ჩაყვანას აპირებდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები