ახალი ამბები
ადმინისტრაციული შენობის ოთახებში წყალი ჩამოვიდა
წვიმის შემდეგ ადმინისტრაციული შენობის ოთახებში წვიმა ჩამოვიდა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჭერიც ჩამოირეცხა. ფოტო საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ნათია ომაძემ გადაიღო.

განსაკუთრებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის სამუშაო კაბინეტები დაზიანდა.

მარჯვენა და მარცხენა ფლიგელში წყალმა დენა მესამე სართულის კედლებიდან  დაიწყო.

საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის ოთახი მეორე სართულზე მდებარეობს. 

ვიდრე რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ შენობაშ გადავიდოდა, ეს ოთახში გამგებელი დავით ონიაშვილს ეკავა.

ადმინისტრაციული შენობის სახურავი ბოლოს 2013 წელს შეკეთდა. ეს მაშინ, როდესაც გორში ქარმა კორპუსებს და, მათ შორის, ამ შენობას სახურავი გადახადა.

სტიქიის სანახავად მაშინდელი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გორში ჩავიდა. დადგინდა, რომ 2013 წლის მარტში ქარმა მხოლოდ ის სახურავები გადახადა, რომელიც 2012 წელს იყო რეაბილიტირებული. ივანიშვილი აცხადებდა, რომ დამთავრდებოდა უხარისხო სახურავების კეთება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები