ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ანალოგი ,,ნასვაი" ისევ გამოჩნდა
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების ანალოგი, თუთუნნარევი ნივთიერება ,,ნასვაი" ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ადგილობრივი სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სააგენტოების ცნობით, ,,ნასვაი" რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელ გზით ტაჯიკ მოქალაქეს შეჰქონდა.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი სახის სახის დანაშაულზე მაისში უზბეკეთის მოქალაქეც დააკავეს.

საქართველოს ,,ეწსპერტთა კლუბის" ინფორმაციით, ,,ნასვაი" დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 2010 წლიდან გამოჩნდა.

იმ პერიოდში პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ ელენა იაშინას ინფორმაცია საკითხზე: "რესპუბლიკაში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობისა და მიგრაციული მუშაობის შესახებ" მოისმინეს.

იაშინამ თავის კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგიონის მოსწავლეებსა და ახალგაზრდობას შორის ვრცელდება ნარკოტიკული ნივთიერებები, მათი შეძენა თავისუფლად შეიძლება რუსეთის რეგიონებიდან მშენებლობაზე ჩამოსული მუშებისაგან. ოკუპირებულ რეგიონში გამოჩნდა ნარკოტიკის ახალი სახეობა -"ნასვაი", რომლის დამზადება ოჯახის პირობებშიც ადვილად არის შესაძლებელი. მისი მოხმარების შედეგად ვითარდება მრავალი ავადმყოფობა, მათ შორის, პირის ღრუს კიბო, უშვილობა და მრავალი სხვა" - აღნიშნა სხდომაზე იაშინამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები