ახალი ამბები
,,ახალი ხურვალეთის" ამბულატორიაში ანალიზებისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ
,,ახალი ხურვალეთის" დევნილთა დასახლებაში პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი ექიმების ბაზაზე ამბულატორია მუშაობს.

,,ქსუისის ამბულატორიის" სახელით მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში ყოველდღიურად 10-მდე პაციენტი აკითხავს.

სოფელი ქსუისი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ იქაური მცხოვრებლები დევნილები გახდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან დევნილთა კოტეჯებში როგორც პატარა ლიახვის ხეობიდან, ასევე, დიდი ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასახლდნენ.

ომგამოვლილ მოსახლეობას, სამედიცინო დახმარების კუთხით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით, მცირე პროფილის ამბულატორია აუშენეს.

ამბულატორიაში მომუშავე ზაირა ცერცვაძის თქმით, მოსახლეობაში ანალიზების გაკეთება აქტიურად ხორციელდებოდა.

თუმცა, ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ბიოლოგიური ანალიზების გაკეთება უფრო მეტ ტექნიკურ შესაძლებლობას მოითხოვს.

ამიტომ, თვლის, რომ ამ მიმართულებით მეტი რესურსის დახარჯვა შეიძლება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები