ახალი ამბები
სოფელ წრომის გამგებელი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ წრომში დააკავა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

თვითმმართველ ორგანოში არ იციან დავით გოგალაძის დაკავების მიზეზი, თუმცა განმარტავენ, რომ საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტაციაც გაიტანა.

როგორც სუს-ის პრესსამსახურმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი 14 საათზე გაიმართება
Print

სტატიის გამოყენების პირობები