ახალი ამბები
ცრუ განგაში ,,საქართველოს ბანკის" გორის ფილიალთან
,,საქართველოს ბანკის" გორის ფილიალის სერვის-ცენტრში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციელების მობილიზება დაცვის სამსახურში განგაშის სიგნალის ამოქმედებამ გამოიწვია.

პოლიციელებმა ცრუ განგაშის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.

საქართველოს ბანკში მობილიზება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოცხადდა.

რამდენიმე ხნის წინ, ანალოგიური სახის ,,ხარვეზი" სხვა ბანკების გორის ფილიალებშიც დაფიქსირდა, კერძოდ, ,,თი-ბი-სი"-ში და პროკრედიტბანკში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები