ახალი ამბები
ჩუმათელელებმა გამგეობასთან აქცია გამართეს
სოფელ ჩუმათელეთის მოსახლეობამ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გამართა.

ადგილობრივები სასმელი წყლის მილების რეაბილიტაციის დასრულებას და სოფლამდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვენ.

,,მოდის დაბინძურებული წყალი, დიდი ხანია ვეხვეწებით, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას, არც სურამის გამგეობა. არა გვაქვს არც კანალიზაცია, გზები გადათხრილია" - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ზურაბ ტაბატაძე.

,,ხუთი შვილი მეზრდება და წყალი არ მაქვს." - ამბობს ქეთევან ჭაღიაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახური მუშაობას აგრძელებს და მდგომარეობა სოფელში გამოსწორდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები