ახალი ამბები
კასპის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი დააკავეს
დღეს კასპის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი თემურ შაქარაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგვიდასტურეს.

შაქარაშვილი აღნიშნულ სამსახურზე წლების განმავლობაში მუშაობდა.

მიზეზები გამგეობაში არ იციან.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები