ახალი ამბები
წრომის გამგებლის დაკავება - ,,სუს"-ი ფარულ ვიდეოს ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ წრომში ქრთამის აღებას ედავება.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სასახურიდან მიაწოდეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით დაკავებული დავით გოგალაძე მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას, რის სანაცვლოდაც მას ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები