ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფლებში ანიმაციური სტუდიები გაიხსნება
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამყოფის ხაზის მიმდებარე სოფლებში ანიმაციური სტუდიების გახსნას გეგმავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ნათია მდინარაძის განცხადებით,  „ანიმაციის განვითარების ფონდი“- ს პროფესიონალი პედაგოგები, დისტანციური სწავლების საფუძველზე, ბავშვებს  საშუალებას მისცემენ შეიაწავლონ ხატვა, ანიმაციის ხელოვნება და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების შექმნა.

ანიმაციის განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,  სოფელ კარბში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი 2016“ გაიმართა.

ფესტივალი კოსტუმირებული სანახაობით ტამტამებისა და საყვირების ფონზე გაიხსნა, სადაც კარბისა და მერეთის საბავშო ბაღის აღსაზრდელებმა და სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ანიმაციური ფილმები ნახეს.

ფესტივალზე ასევე გაიმართა იმ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც გუშინ სოფელ ხიდისთავში ანიმაციის შემსწავლელ “WORKSHOP” – ზე გორის მუნციიპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა შექმნეს. ეს ახალგაზრდები, ბათუმში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები