ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარეების კალაპოტების დაღრმავება დაიწყო
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარეების კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ამჟამად, სოფელ ქემფერში, მდინარე ტილიანას კალაპოტის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ უხვი ნალექის დროს, მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოდიოდა, იტბორებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და საკარმიდამო ნაკვეთები.

სამუშაოებს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, შპს „ალიანსი+2007“ ახორციელებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები