ახალი ამბები
ღამის ფოტო: წვიმაში ბანკს შეფარებული ძაღლები
გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრმა ლევან ახალკაცმა ფოტო გორში თიბისი ბანკის ფილიალის შესასვლელში გადაიღო.

ცხოველთა დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაციის" წარმომადგენელმა ირმა მთიულიშვილმა ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდა. 

მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა სურვილი გამოთქვა ანგარიშები  აღნიშნულ ბანკში გახსნას:

,,დღეს მე ბანკის წარმომადგენლებს შევხვდები, რათა დაცვის სამსახურს საყვედური არ მისცეს. იმედი მაქვს, ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, პრობლემები არ შეექმნათ. ბევრი ჩემი მეგობარი მზადაა ანგარიშებიც კი გახსნას" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები