ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტის 7 სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა
11 ივნისის დილის 11:00 საათიდან ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების კეხიჯვრის, სანებელის, ვედრებას, ქობესაანთ უბნის, თათანაანთ უბნის, ახალსოფლისა და მოხისის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სოკარ ჯორჯია გაზიდან" აცნობეს.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, გათიშვა, გამანაწილებელი ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, მოხდა.

ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად 24 ივნისის 16:00 საათისთვის აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე : 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.



Print

სტატიის გამოყენების პირობები