ახალი ამბები
ატენში წყლის რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ცენტრალური მილის მონტაჟი უკვე დაიწყეს.

საკრებულოს მაჟორიტარი წარმომადგენელი სოსო ვანიშვილი აცხადებს, რომ პროექტი წელს აუცილებლად დასრულდება.

შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ატენის წყალმომარაგების ეს პროექტი შარშან უნდა განხორციელებულიყო.

თუმცა საპროექტო ორგანიზაციისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების არასათანადო მუშაობის შედეგად, რეგიონალური განვითარების ფონდმა თანხა უკან წაიღო.

დაგვიანებების მიზეზების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი  წერდა. 

იხ. ამავე თემაზე:

გაუხარჯავი 5 მლნ ლარი გორის რაიონში - პარლამენტარის გუნდი კმაყოფილია
Print

სტატიის გამოყენების პირობები