ახალი ამბები
ქეთი მელუას უფლისციხეში უმასპინძლეს
ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხეში მიიწვიეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უფლისციხის განვითარებისა და რეაბილიტაციის ცენტრიდან აცნობეს. 

მელუამ ისტორიული ქალაქი მასპინძლებთან ერთად დაათვალიერა. ექსკურსიამძღოლობას ცნობილი ქართველი გიდი გიგუცა თათრიშვილი (ზედმეტსახელად სტალბერა) უწევდა.

მას თან ახლდა გორის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი სოფო მირუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში გორის ქალთა კამერულ გუნდში მღერის.

ქეთი მელუა ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შემოდგომაზე ევროპაში ტურნეს გამართვას აპირებს.  

Print

სტატიის გამოყენების პირობები