ახალი ამბები
მაყურებლის ტაში და თეატრმცოდნეების შენიშვნები
კომედიის ფესტივალი გორში გრძელდება.

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე წარმოდგენები უკვე გამართეს მარჯანიშვილის, ახმეტელის, ქალაქ რუსთავის, ბათუმის, სენაკისა და თბილისის გლობუსის თეატრის მსახიობებმა.

ბულგარეთისა და უკრაინის დასებმა, თავიანთი ჩვენებების შემდეგ, ქართველ მსახიობებთან თეატრის ფოიეში იცეკვეს.

თეატრმცოდნეები კი, შენობის სიღრმეში რეჟისორებს და სამხატვრო ხელმძღვანელებს ,,თითებს უქნევენ".

ისინი ამბობენ, რომ რეჟისორებმა მეტი პატივი უნდა სცენ ფესტივალს და მაყურებელს.

მათი აზრით, სპექტაკლების დიდი ნაწილი კომედიურ ჟანრს მოკლებულია.

რეჟისორთა და სამხატვრო ხელმძღვანელთა უმრავლესობა თეატრმცოდნეების შენიშვნებს არ იზიარებენ.

თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ამდაგვარი ფორმატი, რაც გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და კომედიის ფესტივალის ინიციაოტრომა სოსო ნემსაძემ საზოგადოებას შესთავაზა, მისაღებია.

ყოველი წარმოდგენის შემდეგ სპექტაკლები პროფესიულ დონეზე ირჩევა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები