ახალი ამბები
გორი-მეჯვრისხევის გზაზე ავარია მოხდა
გორი-მეჯვრისხევის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი ჰოსპიტალში მოათავსეს.

რამდენიმე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება.

სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი ,,ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანა პროდუქტებით დატვირთულ მერსედესის მარკის მიკროავტობუსს გზის სავალი ნაწილის მიღმა შეეჯახა. 

სამი დაშავებული მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები არიან, ხოლო დანარჩენი ორი - ,,მერსედესის" მიკროავტობუსის მგზავრები.

მსუბუქი ავტომანქანა კირბალში მცხოვრებ ახალგაზრდას ეკუთვნის.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ავარია სოფელ ხელთუბანში მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები