ახალი ამბები
რუსეთის მე-4 ბაზის კამერამ მკვლელობის ფაქტი დააფიქსირა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ბაზის კამერამ მკვლელობის ფაქტი დააფიქსირა.

ამის შესახებ ოსური საინფორმაციო საშუალებები დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის ახსარ ლავოევის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან.

ლავოევის განცხადებით, ჯავის რაიონში მეზობელმა მეზობელი მაკაროვის ტიპის იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა.

,,ეს ფაქტი დააფიქსირა სამხედრო ბაზის კამერამ და შემთხვევის ადგილზე გასულია ოპერატიული ჯგუფი დამნაშავის დაკავების მიზნით" - განაცხადა დე-ფაქტო მთავრობის მინისტრმა.

რუსეთის სამხედრო საოკუპაციო მე-4 ბაზა ჯავის რაიონში მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები