ახალი ამბები
,,ენმ"-ის წინასაარჩევნო შეხვედრა ნიქოზში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა ნიქოზში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის ოფისიდან აცნობეს.

ბადრი ბასიშვილის განცხადებით, გმირი ხალხი 8 ოქტომბრისთვის ირაზმება.

8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შიდა ქართლში კანდიდატები ჯერ არ წარუდგენია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები