ახალი ამბები
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში იჩხუბეს
კასპის 30-ე საოლქო კომისიაში ჩხუბი მოხდა.

ამის თაობაზე მოკვლევას ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებს.

ინციდენტი 2016 წლის 11 ივნისს მოხდა.

ჩხუბის მონაწილეები საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გურასპაშვილი და ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი შმაგი ბედოიძე იყვნენ.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნანა ნონიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.

,,შემდეგ ეს ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა და ამ უსიამოვნო ფაქტს ცესკო იკვლევს შესაძლო სადისციპლინო ღონისძიებების გატარების მიზნით"  - ამბობს ნანა ნონიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები