ახალი ამბები
ომარ ხუბაევის საპატივსაცემოდ ვლადიკავკაზიდან ანსამბლი ,,გორეცი" ჩამოვიდა
ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის ომარ ხუბაევის ვარსკვლავი გაიხსნა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა 11 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გრანდიოზული კონცერტი ჩაატარა.

ომარ ხუბაევი „ღირსების ორდენის“ კავალერია, ასევე, ლეგენდარული „სუხიშვილების“ ანსამბლის „ოქროს თაობის“ წარმომადგენელი და ყოფილი სოლისტია.

ამჟამად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავეს, ხოლო ამავე ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს “ნართებს" ხელმძღვანელობს.

ვარკვლავის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩრდილოეთ ოსეთიდან მოწვეულმა კოლექტივებმა მიიღეს.

კონცერტს ორგანიზებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და საქართველოს კულტურის პალატა უწევდა.

ფილარმონიის სცენაზე სახელმწიფო და აკადემიურმა ანსამბლებმა და ასევე ჩრდილოეთ ოსეთიდან მიწვეულმა კოლექტივებმა იცეკვეს.

წარმოდგენილნი იყვნენ:

„სუხიშვილები“ - ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილისსახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი;

სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაცის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ნართები“;

ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი; აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“;

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი;

საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“;

ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩელა“;

ჩრდილოეთ ოსეთის (ალანიის) ქორეოგრაფიული ანსამბლი „გორეცი“;

ჩრდილოეთ კავკასიის აგროტექნოლოგიური კოლეჯის ნაციონალური ცეკვის ანსამბლი "ყაზბეგი".


ფოტოზე: ანსამბლი ,,ნართები" 




Print

სტატიის გამოყენების პირობები