ახალი ამბები
,,ქართულმა პარტიამ" საკრებულოს სხდომა დატოვა
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ,,ქართულმა პარტიის" წევრებმა დატოვეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა სხდომის დაწყებამდე გააჟღერა.

მეტერეველი ამავე პარტიის წევრია.

რიგგარეშე სხდომა თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ როსებაშვილს მიჰყავს.

,,ქართულ პარტია" 15 წევრიან საკრებულოში 4 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

დღის წესრიგით, 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტია წარდგენილი.

ამ პაკეტს ,,ქართული პარტია" არ ეთანხმება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები