ახალი ამბები
ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში პატრულმა სამი პირი დააკავა
პატრულის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში სამი პირი დააკავეს.

ინციდენტი გუშინ ჭალის დასახლებაში მოხდა.

დაკავებულებს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

სასამართლო სხდომაზე წარდგენილი მასალების მიხედვით, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში გვიან საღამოს მამაკაცები ქეიფობდნენ.

ქეიფის დროს ერთ-ერთი პირი ცუდად გახდა.

ცხელ ხაზზე ,,112"-ზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

სასწრაფო დახმარების მანქანის ნაცვლად ადგილზე ჯერ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა.

ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში მყოფმა პირებმა პატრულის თანამშრომლებს უთხრეს, რომ ისინი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის გამოჩენას ითხოვდნენ და არა პოლიციის.

სასწრაფოს გამოჩენამდე  ნასვამ მოქალაქეებსა და პატრულის ეკიპაჟის წევრებს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა.

პატრულმა ჩათვალა, რომ მოქალაქეები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ.

მოგვიანებით სასწრაფოს ბრიგადა გამოჩნდა, ხოლო დანარჩენი წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები