ახალი ამბები
ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები ცხინვალში ჩავლენ
ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩავლენ.

ამის შესახებ რუსული გამოცემა ,,კავკაზსკი უზელი" წერს.

სააგენტოს ცნობით, ევროპის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას საგამოძიებო ჯგუფი იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდება, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის თვითმხილველები არიან.

ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები ცხინვალში ნახევარი წლის განმავლობაში იმუშავებენ.

თვითმხილველებისა და ომისგან დაზარალებული მოსახლეობის შესახებ წინასწარი დოკუმენტაცია მთავარ პროკურორს ორგანიზაცია ,,სამართლიანი ინიციატივის" წარმომადგენელმა გრიგორ ავეტისიანმა გაუგზავნა.

ის რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ მისი მიწოდებული მასალები გამოძიებას დაეხმარება.





Print

სტატიის გამოყენების პირობები