ახალი ამბები
ქუჩაზე გადასვლისას 75 წლამდე მამაკაცი ცუდად გახდა
სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე 75 წლის მამაკაცი ცუდად გახდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების წინასწარი დათვალიერებით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ჰიპერტონული შეტევა  დაემართა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ჯერ კიდევ ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა, როდესაც გადაადგილება გაუძნელდა.

ისინი მანქანასთან რაიმე შეჯახების ფაქტს გამორიცხავენ.

მამაკაცი ტროტუარზე ხის ქვეშ გადაიყვანეს.

მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა და საუბარიც უჭირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები