ახალი ამბები
ზარდიანთკარში ჭაბურღილის წყალს სასმელად ვერ იყენებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიაანთკარში შარშან გაკეთებულ ჭაბურღილის წყალს მოსახლეობა სასმელად ვერ იყენებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან ადგილობრივებმა ისაუბრებს.

ზარდიანთკარში მცხოვრები ნანი ქოზაშვილი ამბობს, რომ სასმელი წყლის ვარგისიანობა არავის შეუმოწმებია.

ნანი ქოზაშვილი: ,,გაზის გადასახადი უფრო იაფია, ვიდრე მაგ წყლის. მრიცხველი ა დაყენებული და გადასახადი მაგიტომ მოდის ბევრი. მიხაროდა, რომ ბაღის მორწყვასაც შევძლებთ-მეთქი, მაგრამ რომ მოვრწყო ალბათ გადასახადი 100 ლარი მოვა."

კიდევ ერთი მცხოვრები გიორგი გაბლიშვილი ირწმუნება, რომ წყლის ადუღების დროს, ჭურჭელში დიდი რაოდენობით მარილი გროვდება.

გიორგი გაბლიშვილი: ,,ჭაბურღილის წყალი არ დაილევა. არავის წყლის სინჯი არ წაუღია და არ შეუმოწმებია. წყალს რომ ვადუღებთ, მარილებს იკეთებს ქვაბი შიგნიდან. ჩვენ ამ წყალს არ ვსვამთ. იქით მხარეს ოსებისკენ არის ერთი ოჯახი, ვანათის წყალი ჩამოდის და სასმელ წყალს მისგან ვეზიდებით.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები