ახალი ამბები
ვარიანელი მემარწყვე (VIDEO)
გორის რაიონის სოფელ ვარიანში ზურაბ ადუაშვილმა მარწყვის სათბური ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გააკეთა.

ამბობს, რომ ეს იდეა თბილისში მობეზრებულმა ცხოვრებამ და ასაკში შესვლამ გაუჩინა.

სოფელში დაბრუნებულმა, თავდაპირველად, მარწყვის რამდენიმე ძირით და საკუთარი სახსრებით, მცირე პლანტაციაც მოაწყო.

მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომით ტელევიზორში საქართველოს მთავრობის რეკლამა ნახა.

რეკლამა მეწარმეებს ,,აწარმოე საქართველოს" პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებდა.

,,მე სუფთა პიარი მეგონა. საქართველოს პირობებში დაუჯერებელი მეგონა. არც ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას" - იხსენებს ზურაბ ადუაშვილი.

ცოტა ხანში, მთავრობამ რეკლამები განაახლა. კვლავ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ჩართვისკენ.

,,გორში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები. ამის შემდეგ ორმა კაცმა პროექტი დავწერეთ და გავიმარჯვეთ. ახლა კი, მივხვდი, რომ ეს სულაც არ იყო პიარი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამდვილად ზრუნავს სოფლის მეურნეობაზე" - აცხადებს ზურაბ ადუაშვილი.

10 ათასიან ლარიან პროექტში 20% ზურაბ ადუაშვილმა გაიღო. დანარჩენი თანხით მთავრობამ საჭირო ინფრასტრუქტურა მოუწყო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები