ახალი ამბები
რუსთაველის თეატრის დასი გორის თეატრის დიდ სცენაზე - 38 წლის შემდეგ
,,ხანგრძლივი ტაში, ოვაციები, ფეხზე მდგარი მაყურებლის წინაშე სცენაზე დიდხანს დარჩენა, შეძახილები - ბრავო" - ასეთი თეატრალური საღამო გორის თეატრის დიდ სცენაზე 1978 წლის შემდეგ არ ყოფილა.

38 წლის წინ, სტალინის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრის დასმა გორში ითამაშა.

38 წლის შემდეგ კი, ეს დღე განმეორდა. გორელი მაყურებელი ტაშს არა მარტო სპექტაკლს და მის მონაწილეებს, არამედ რუსთაველის თეატრს, როგორც მთლიანს, უკრავდა.

რობერტ სტურუასი და რევაზ ჩხაიძის რეჟისორობით დადგმული ,,12 განრისხებული მამაკაცი" გორელი მაყურებლის წინაშე წარსდგა.

სპექტალი ისტორიულია. მის შესახებ ფილმი ჯერ კიდევ 1957 წელს ამერიკაში გადაიღეს.

,,ნაფიც მსაჯულებს სასამართლოში მეტად რთული მისია ეკისრებათ, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა კაცის ბედი წყდება. მაგრამ ნაფიცი მსაჯულებიც ხომ ადამიანები არიან, განსხვავებული აზრებით, შეხედულებებით – ზოგი გულისხმიერია, ზოგი დაუნდობელი. სიმართლის ძიება იოლი როდია და მათი ცხარე კამათიც მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება. პატარა ბიჭს მკვლელობა ბრალდება. არიან მოწმეებიც, მაგრამ მათ ჩვენებას დამაჯერებლობა აკლია. რით დამთავრდება ეს ორომტრიალი, ნუთუ ბიჭი მკვლელია?" - ამ საკითხის გადაწყვეტა, როგორც მსახიობმა, მესამე მსაჯულის როლის შემსრულებელმა მურმან ჯინორიამ გვითხრა, გორის თეატრის სცენაზე შედარებით სხვანაირად მოხდა.

,,როდესაც მის ტერიტორიაზე ხარ, მაყურებელი თავად გიბიძგებს როგორ მოიქცე." - ასე შეაფასა მურმან ჯინორიამ გორის თეატრის სცენაზე ნათამაშები სპექტაკლი.

რუსთაველის თეატრი გორში ,,კომედიის ფესტივალის" ლაურეატი გახდა. ეს ჯილდო გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ფესტივალის ინიციატორმა სოსო ნემსაძემ თავად გადასცა დასს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები