ახალი ამბები
,,ქართულმა ოცნებამ" მინიფეხბურთში 13:2 წააგო
კასპში, საჯარო დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლებს შორის, მინი ფეხბურთში ტურნირი დაიწყო.

შეჯიბრებები  "ჰაიდელბერცემენტის" კასპის ქარხნის ფეხბურთის მინი სტადიონზე მიმდინარეობს.

პირველი შეხვედრა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის ახალგაზრდული ორგანიზაციასა და კასპის გუნდ "კეფალს" შორის გაიმართა.

ანგარიშით 2:13 კეფალმა გაიმარჯვა.

მეორე შეხვედრა კი "სოკარ ჯორჯია" კასპის და მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების გუნდებს შორის შედგა.

გამარჯვება 2:8 ანგარიშით სპორტის დაწესებულებების გაერთიანების გუნდმა მოიპოვა.

14 ივნისს 18:00 და 19:00 საათზე მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს  "ენერგო პროჯორჯია" - კასპის პოლიციის განყოფილება და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო -"ჰაიდელბერცემენტის" კასპის ქარხნა შეხვდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები