ახალი ამბები
ახალუბანსა და ახრისში ახალი საბავშვო ბაღები შენდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახალუბანში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პროექტი, რომლის ღირებულება 17 552 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოები აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდება. ახალუბნის საბავშვო ბაღი 35 აღსაზრდელზეა გათვლილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ახრისის საბავშვო ბაგა-ბაღშიც მიმდინარეობს, პროექტის ღირებულება 46 961 ლარია.

სამუშაოები მაისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.

სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა.

სოფლის მოსახლეობა მალე ახალი საბავშვო ბაღით ისარგებლებს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები