ახალი ამბები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა

დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში სისხლის ჩაბარების აქცია - ,,გახდი დონორი - გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა გორის ახალგაზრდული მოძრაობის ,,დროას“, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის, ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ წევრებმა, სტუდენტებმა და საჯარო მოხელეებმა მიიღეს. 

სისხლის დონაცია ჩატარდა ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარადაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

საქველმოქმედო პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დღეისათვის საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია, მათი რიცხვი 37 000-ს არ აღემატება, პაციენტთა დასახმარებლად კი საშუალოდ 60 000 დონაციაა საჭირო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები