ახალი ამბები
კერესელიძეების ოჯახში წვიმს (VIDEO)
ანზორ კერესელიძის სახლის სახურავმა სეტყვას და წვიმას ვერ გაუძლო.

დაზიანებული ჭერიდან ოთახებში წვიმა ჩავიდა.

შემთხვევა დღეს საღამოს სოფელ ვარიანში მოხდა.

ვიდეო ადგილობრივმა მცხოვრებმა თემო კერესელიძემ გადაიღო.

სოფლის წარმომადგენლის ზვიად დავითიძის თქმით, ხვალ ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი მოინახულებს.

ოჯახი ღამეს ახლობლებთან გაათევს.

სეტყვა ვარიანის გარდა კიდევ რამდენიმე სოფელში მოვიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები