ახალი ამბები
კასპში მე-2 და მე-3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპში უცხოური საწარმოს ფილიალი „ფერლით - ჯორჯია“ #2 და #3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

ორივე საბავშვო ბაღში დაყენდება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, იატაკზე დაიგება ლამინატი, შეიცვლება ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო და სამელი წყლის ქსელი, მოეწყობა შეკიდული ჭერი, სველი წერტილები, გარეგანათება, შესრულდება სამღებრო სამუშოები, შემოიღობება ეზო და დაიგება ასფალტი.

სამუშაოებზე 430 000 ლარი დაიხარჯება, რომლის თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.

,,დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ყველა საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია, პატარა აღსაზრდელების სათანადო პირობების შესაქმნელად" - აღნიშნა ჯამბოლატ ქამხაძემ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები