ახალი ამბები
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდა
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მთის ფერდობიდან ჩამოცვენილი ქვების გამო მოძრაობა შეიზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

15 ივნისს საღამოს 11-ის ნახევარზე ქვათაცვენა მთავარ მაგისტრალზე დასახლება ბურონთან მოხდა.

დე-ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მაგისტრაცლი, რომელზეც მოძრაობა შეიზღუდა, ცხინვალს რუსეთის ფედერაციასთან და მსოფლიოს დანარჩენ სამყაროსთან აერთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები