ახალი ამბები
მეღვრეკისელები უყურადღებობას უჩივიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩივიან.

ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადეს.

ადგილობრივი მკვიდრი ილია ედიშერაშვილი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის მილები სოფლის სიახლოვეს ერგნეთამდე გაიყვანეს.

,,ხომ შეიძლებოდა პარალელურად ჩვენი სოფლის გაზიიფიცირებაც მოეხდინათ" - აცხადებს ილია ედიშერაშვილი.

გივი სომხიშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ, სოკარჯორჯია გაზის წარმომადგენლებმა აზომვით სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა, მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა.

რაც შეეხება სარწყავ სისტემას, აქ არხებში წყალი ჯერ არ გამოუშიათ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები