ახალი ამბები
პოლიცია საოლქო კომისიაში მომხდარ ინციდენტს არ იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო კასპის 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 ივნისს მომხდარ ინციდენტს არ იძიებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიციაში შეტყობინება არ შესულა, შესაბამისად, წინასაგამოძიებო მოქმედებები არც დაწყებულა.

30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ,,თავისუფალი დემოკრატი'' შმაგი ბედოიძე კომისიის თავჯდომარის მოადგილეს ნოდარ გურასპაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

11 ივნის შმაგი ბედოიძეს და საოლქო სარჩევნო კომისიის მოადგილეს ნოდარ გურასპაშვილს ჩხუბი ერთერთ სამუშაო მაგიდაზე მოუხდათ.

ბედოიძის თქმით, გურასპაშვილი მას იმ სამუშაო მაგიდის გამოყენებას უკრძალავდა, რომელსაც საარჩევნო ლიტერატურისთვის იყენებენ, კამათი ჩხუბში გადაიზარდა, გურასპაშვილმა ბედოიძეს ხელი გადაუგრიხა და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა.

,,კუკარაჩას ვუყურებდით პირველ არხზე, მოვიდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ხელი გადამიგრიხა, გადამაწვა და მიყვიროდა. მე სკამიდან არ წამოვდგავარ, ჩვენ შორის კონსერვატორული პარტიის წარმომადგენელი ჩადგა და გვაშველებდა. მკლავი ახლაც მტკივა" - აცხადებს შმაგი ბედოიძე.

ნოდარ გურასპაშვილი ამბობს, რომ ბედოიძე სიცრუეს ავრცელებს. ,,იყო უბრალოდ შენიშვნა, რომ სამსახურებრივი მოვალეობა სათანადოდ შეესრულებინა, სხვა არაფერი ყოფილა."

საოლქო სარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა ნონიაშვილი, აღნიშნულ ინციდენტის ადასტურებს და აცხადებს რომ ნამდვილად ქონდა ასეთ ფაქტს ადგილი და მოხდება შესაბამისი რიაგირება.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქმეზე მოკვლევას ამ ეტაპისათვის უკვე აწარმოებს.

პარტია ,, თავისუფალი დემოკრატების'' კასპის დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, ცენტრალური სარჩევნო კომისია თუ არ მოახდენს ფაქტზე შესაბამის რეაგირებას, პარტია აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები