ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე რამდენიმე სოფლის არხში წყალი გაუშვეს.
გამყოფი ხაზის მიმდებარე რამდენიმე სოფლის არხში წყალი გაუშვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გაამგეობის პრესამსახურმა აცნობა.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ნათია მდინარაძის თქმით, მელიორაციის სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, მდინარე ლიახვიდან წყლის გადაქაჩვა დაიწყო.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობა სარწყავი წყალის უქონლობას უჩიოდა, ხოლო ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

ამჟამად, წყალი ერგნეთის, მეღვრეკისის, ტირძნისის, თერგვისის, დიცისა და სხვა მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მიეწოდება.

პრესსამსახურის განმარტებით, აღნიშნული სოფლების გასარწყავება ზაფხულის თვეებში შეუფერხებლად განხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები