ახალი ამბები
სამმა დეპუტატმა თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე მოთხოვნა უკან წაიღო
ქალაქ გორის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის ილია მეტრეველის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ჩაიშალა.

ამის შესახებ ილია მეტრეველმა ჟურნალისტებს თავად აცნობა.

7 დეპუტატიდან მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა, (დამოუკიდებელი კანდიდატი); დავით რაზმაძემ ,,ქართული ოცნებიდან" და ზაზა მეზვრიშვილმა ,,ლეიბორისტული პარტიიდან" უკან წაიღეს. 

დღეს დილით მათ და კიდევ 5-მა დეპუტატმა: ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილმა, დავით წეწვაძემ, ,,ეროვნული ფორუმიდან"  პაპუნა კობერიძემ და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" მინდია გოდერძიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის გადადგომა მოითხოვეს.

ბიუროს გეგიურ სხდომაზე ეს განცხადება არ გამოაჩინეს, რის გამოც, პროტესტის ნიშნად სხდომა თავისუფალმა დემოკრატებმა და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა დატოვეს.

მოგვიანებით ილია მეტრეველი ახალი განცხადება წარადგინა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ რვა დეპუტატს სამი გამოაკლდა. 

საკრებულოში სულ 15 წევრია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები