ახალი ამბები
წმინდაწყალზე ჯიხური გატეხეს
გორში წმინდაწყალზე სავაჭრო ჯიხური წუხელ გატეხეს.

ვიზუალური დათვალიერებით, ფანჯარა იმ ადგილზეა ჩამტვრეული, სადაც სიგარეტის კოლოფები აწყვია.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ქვა ამოიღეს.

,,ვადგენთ, რა მოხდა. შესაძლოა, ქვა მანქანამ აისხლიტა და ამიტომ ჩაიმტვრა" - გვითხრეს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა.

გამოძიება იმ ვიდეოკამარების ჩანაწერს ამოიღებს, რომელიც ,,ავერსის" კლინიკის და ,,ხინკლის სახლის" შესასვლელშია დამონტაჟებული.



Print

სტატიის გამოყენების პირობები