ახალი ამბები
გორში 25 წელიწადში ტემპერატურა საშუალოდ +1.2c-ით მოიმატებს
უახლოეს 25 წელიწადში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურა საშუალოდ +1.2c-ით მოიმატებს.

ამის შესახებ იმ კონცეფციაში წერია რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლო სხდომაზე ცნობად მიიღო.

1)ამ კონცეფციის მიხედვით, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 2021-2050 წლებში მოიმატებს. 



6)შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში წელიწადში 440-450 მმ ნალექი მოდის.

4) მაგრამ აღნიშნული ზონის ფარგლებში არ აღემატება 500-550 მმ.

33) 2021-2050 წწ. პერიოდისათვის მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +1.2c-ით გაიზრდება.

2)ყველაზე მეტად ტემპერატურა ზაფხულსა და შემოდგომაზე იმატებს (1.7 c-ით), აბსოლიტური მინიმუმი თითქმის 0.3 გრადუსით უფრო თბილი იქნება, ხოლო მაქსიმუმი უცვლელი დარჩება.

3)რაც შეეხება ნალექიანობას, აღნიშნული პროცესი ყველა მიმართულებით იზრდება,

5)ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 3.4%-ით მცირდება.

7)მოსული ნალექების რაოდენობა ნალექების სეზონური ჯამებიდან მცირდება გაზაფხულსა და ზაფხულში 13,3% და 3%-ით, ხოლო იმატებს ზამთარსა და შემოდგომაზე 1.8% და 4.7%-ის შესაბამისად.

8)ცხელი დღეების რაოდენობა დაახლოებით 18 დღით იზრდება, ყინვიანისა 17-ით მცირდება.

2071-2100 წწ. პერიოდისათვის კლიმატის ცვლილების სცენატის თანახმად ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა კიდევ +3.4c-ით გაიზრდება და 9.7c-ს გაუტოლდება.

ნალექების წლიური რაოდენობა დახლოებით 12%-ით შემცირდება.

ცხელი დღეების რაოდენობა 49 დღით გაიზრდება , ყინვიანისა კი დაახლოებით ამდენითვე შემცირდება.

შედეგად მუნიციპალიტეტში ყინვიანი დღეების რაოდენობა თითქმის გაუტოლდება ცხელი დღეებისას 170.

მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილების კონცეფცია არის ერთ-ერთი დანართი ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების კლიმატის ცვლილების გზამკვლევისა ", რომელიც მომზადდა ,,საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" პროგრამის ფარგლებში.

მოცემული კონცეფციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

პასუხისმგებლობა მოცემულ კონცეფციაში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრება ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები