ახალი ამბები
გარემოს ზედამხედველობის თანამშრომლებს მეთევზეები გაექცნენ
ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში თევზჭერის უკანონო ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოპერაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

,,ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში, მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. დეპარტამენტის თანამშრომლების დანახვისას სამი პირიდან ორმა გაქცევა და მიმალვა მოახერხა. მოგვიანებით მათი ვინაობის დადგენა მოხერხდა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს."- აცხადებენ დეპარტამენტში.




Print

სტატიის გამოყენების პირობები