ახალი ამბები
ქალთა სოლიდარობის ცენტრის ინფორმაციით ეკრანზე ძირითადად მამაკაცები ჩანან
20 ივნისს შიდა ქართლში მოღვაწე ჟურნალისტებისათვის კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა ტრენინგი ,,ცნობიერების ამაღლების კამპანია ქალთა საკითხებთან მიმართებაში" გამართა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო, სადაც კვლევის შედეგები წარადგინეს.

კვლევების მიხედვით, ადგილობრივი მედია ეკრანზე ქალ და კაც რესპონდენტებს არათანაბარ დროს უთმობს, პრესაშიც, ძირითადათ, მამაკაცები ფიგურირებენ.

ჟურნალისტები აზრს უმეტესწილად კაცებს ეკითხებიანო - ითქვა შეხვედრაზე.

აღნიშნული პროექტი სხვადასხვა აქტივობებში სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობას ისახავს მიზნად.

ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას გენდერულ თანასწორობის კუთხით მედიის მიდგომას უთმობენ.

ქალთა უფლებებზე ტრენინგები სოფლად მცხოვრებ ქალებთან, პედაგოგებთან და სხვადასხვა ჯგუფებთანაა დაგეგმილი.

პროექტს ,,ქალთა ფონდი საქართველოში" აფინანსებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები