ახალი ამბები
ბადრი ბასიშვილი ხურვალეთის კოტეჯებში დევნილებს შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი დევნილებს შეხვდა.

ამის ამსახველ ფოტომასალას თვით პარტიის რეგიონული ოფისის ლიდერი ავრცელებს.

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ბასიშვილმა დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებთან 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

,,ახალი ხურვალეთის" დასახლება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის ადმინისტრაციულ თემში შედის.

ბასიშვილმა თანამოაზრეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

,,ენმ"-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარმოშობით დიდი ლიახვის ხეობიდანაა.

ის 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში, ქართულ–ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩეველი იყო. 2006–2008წწ კი, ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები