2016 წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად,
სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182
დანაშაული.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს
პრესსამსახურიდან აცნობეს.
სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ყველაზე მეტი დანაშაული იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით
გამოვლინდა.
კერძოდ, 61 ფაქტი;
მკვლელობის მცდელობის (სსკ 19 -109-ე მუხლი) - 1 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების (სსკ 260-ე მუხლი) –
21 ფაქტი;
საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ 262-ე მუხლი) – 1
ფაქტი.
პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი.
ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და
საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი.
დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ
შორის:
ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 49 ფაქტი;
წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) - 17 ფაქტი;
დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) - 32 ფაქტი;
დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე
მუხლები) - 16 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული
იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6
ავტომატი; 4 პისტოლეტი; 1 რევოლვერი; 2 საფანტის პისტოლეტი; 3
შაშხანა; 15 გადაჭრილი სანადირო თოფი; 1 სანადირო თოფი; 1
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 4 ყუმბარმტყორცნი; 2 ტანკსაწინააღმდეგო
ჭურვი; 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; 36 ყუმბარმტყორცნის ჭურვი; 2
ნაღმმტყორცნი; 14 ამფეთქი ფალია; 71 ხელყუმბარა; 6 კაფსულ-დეტონატორი;
4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.
ასევე, ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი; 7 აბი
„დიფენოქსილატი“; 109 ძირი კანაფი; 7 შეკვრა მარიხუანა; 2 შეკვრა
„ჰეროინი“; 1 შეკვრა „სუბოტექსი“; 1 შეკვრა „ოპიუმი“; 49 აბი
„ტრამადოლი“; 50 აბი „ფსევდოეფედრინი“; 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის
სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული
სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები