ახალი ამბები
გორში,,მეგობრობის ბაღი" გაშენდა (VIDEO)
გორის მუნიციპალიტეტის სანერგე მეურნობის წარმომადგენლებმა კულტურისა და დასვენების პარკში ,,მეგობრობის ბაღი" მოაწყეს.

პროექტი ამავე მეურნეობის მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს „მწვანე ოჯახის“ ფარგლებში განხორციელდა

„მწვანე ოჯახი“ გორში მიგრაციის ისტორიის ან მიგრაციის განზრახვის მქონე ყოფილი ნარკომომხმარებელთათვის შრომითი სარეაბილიტაციო პროგრამის შეთავაზებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის დაფუძნდა.

მოცემულ პროგრამას მხარს მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნო უჭერს.

„მეგობრობის ბაღის“ დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შვეიცარიის ელჩი საქართველოში, შიდა ქართლის გუბერნატორი, თვითმმართველ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

სტუმრებმა „მეგობრობის ბაღის“ დაარსებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება ქალაქ გორის მერიის კულტურისა და დასვენების პარკ „ახალ ბაღში“ გაიმართა. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები