ახალი ამბები
დაკავება - წინააღმდეგობის გარეშე
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა წუხელ გვიან ღამით ორი ახალგაზრდა დააკავეს.

ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

ვიდეომასალის მიხედვით, ავტომანქანით ისინი ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით 173-ე მუხლის მიხედვით დააკავეს.

აღნიშნული მუხლი სამართალდამცავი პირების კანონიერი მოთხოვნის ბოროტად დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

კადრების მიხედვით, წინააღმდეგობის გაწევა არ ჩანს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები