ახალი ამბები
არცევთან რუსმა მესაზღვრეებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს
ცხინვალის რაიონის სოფელ არცევთან რუსმა მესაზღვრეებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

ამის შესახებ ოსური საინფორმაციო საშუალებები დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა და სოფელ კირბალის მკვიდრია.

დოკუმენტები სასამართლოს უკვე გადაუგზავნეს. ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბრალდება.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ცხინვალის იზოლატორში ამ ბრალდებით საქართველოს 40-მდე მოქალაქე მოათავსეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები