ახალი ამბები
აბაშიძე-კარასინის შეხვედრას სატრანსპორტო უწყების წარმომადგენლებიც დაესწრებიან
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ასევე, რუსეთისა და საქართველოს სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

„კონსულტაციების დროს იგეგმება ორმხრივი, რუსულ-ქართული ურიერთობების პრაქტიკული საკითხების განხილვის გაგრძელება“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები