ახალი ამბები
ქვემო გომში საჭიდაო არენა გაკეთდა
სოფელ ქვემო გომში ღია საჭიდაო არენა მოეწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები შპს „მშენკომპლექსმა“ განახორციელა.

,,მოეწყო მოედანი მსაჯებისთვის, სახურავი გადაიხურა პროფნასტილით, მაყურებლისათვის გაკეთდა ოვალური დასაჯდომები." - გვითხრეს გამგეობაში.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 598 ლარით დაფინანსდა.

,ამ სოფლის მკვიდრი იყო ცნობილი მოჭიდავე და მწვრთნელი, არაერთი ჩემპიონის აღმზრდელი ლავრენტი კაციაშვილი" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულში კახა კაციაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები